„მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას.
„ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე – პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა – როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე.
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაც არის, 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის და ეს განაცხადი უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული. ამ განაცხადის დასაბუთებულობა ნიშნავს რამდენიმე განზომილებაში ქვეყნის სერიოზულ განვითარებას – რა თქმა უნდა, დემოკრატიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სტატიები
- 94
იყო დრო, როდესაც მოსყიდვაზე, მუქარასა თუ გაყალბებაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში ერთ მთავარ იარაღს იყენებდა: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის შეშინებას წელს ეს მეთოდი ძველებური ინტენსივობით აღარ გამოუყენებია, მთავარი ფსონი უკვე საბოლოო გაყალბებაზე ჰქონდა დადებული. ივანიშვილმა ახლა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, კანონის ძალით, საერთოდ გააქროს პოლიტიკური სივრციდან და…
- 91
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოპოზიციამ "კეთილი უნდა ინებოს" და პარლამენტში შევიდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნისთვის არის ეს ფაქტი ცუდი და მნიშვნელობა არ აქვს - კონკრეტულად გომელაური პარლამენტში ოპოზიციის არყოფნით კომფორტულადაა თუ არა. "ძალიან ცუდია პირველ რიგში ქვეყნისთვის. მე ახლა კომფორტულად ვიჯექი შიგნით თუ დისკომფროტს…
- 91
"რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი"- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. "მე მინდა გავიხსენო, ჩვენ გვყავს, ქართველები უნიკალური ხალხი ვართ და აქაც ამით გამოვირჩევით, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია რომელიც, რომ გარდაიცვლება მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ…
- 90