საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა არის საპარლამენტო დემოკრატია, როდესაც „ქართული ოცნების” რეფორმების შედეგად ჩვენ უახლოეს წლებში გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა, ამიტომ საჯარო მოხელის კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა.
რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საჯარო მოხელის ეფექტურობაზე, აქაც გვაქვს გარკვეული გამოწვევები, ეს შეიძლება იყოს კომპეტენციის ხარისხი, კორუფციის გამოწვევები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ის გამოწვევებია, რომელსაც ვპასუხობდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სტატიები
- 91
ტელეკომპანია "მთავარის" ცნობილი სახე, ტელეწამყვანი თეა ადეიშვილი გუშინ, "პისტფაქტუმში" გიორგი გააბუნიას მონოლოგს ეხმაურება დედაზე და წერს: "ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია მხოლოდ სახელს რომ ახსენებ და ყველა ხვდება ვის გულისხმობ, მის საქმეს, მის სტილს, მის მანერას, მის დანატოვარს - მისი სახელი ქვია და ხახლში მათ ერთდროულად აღიქვამენ დიდ და მიუწვდიმელ…
- 91
კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესში ერთობლივი სხდომა განახლდა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერი ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა. სენატორის სიტყვით გამოსვლის ამ ტექსტს "ამერიკის ხმა" ავრცლებს. "ამ შენობაში მყოფთაგან…
- 91
„ვაშინგტონ პოსტს“, როდესაც ტრამპის მაგალითი მოჰყავს და ადარებს, რაღაც კუთხით ბიძინა ივანიშვილს, ამას კარგად უნდა დაუკვირდნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც. იმიტომ რომ ტრამპი პოლიტიკურ წრეებში არის უკვე ნეგატიური ფიგურა და იმდენად ნეგატიური, რომ მისი იმპიჩმენტის პროცესს ბოლომდე მიიყვანენ. გასაგებია, რომ აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ მას რომ აღარ ჰქონდეს მცდელობა და საშუალება…
- 91
"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…