დახმარების პაკეტი მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და დევნილებისთვის – პრემიერის ახალი ინიციატივა

პროგრამები, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და დევნილების დახმარებას ითვალისწინებს, კიდევ უფრო გაძლიერდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე პირველი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, რეფორმა იქნება მიმართული იმისკენ, რომ სერვისის მიღებისას მოქალაქეების „ჯიბიდან გადასახდელები“ შეამციროს.

„გლობალური პანდემიის პირობებში და ეპოქაში განსაკუთრებული სფეროები არსებობს, რომლებიც წინა პლანზე გადმოდიან.

ჩვენ ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეს იყო ჯანდაცვის სისტემა, რომლის რეფორმირებაც გასაგრძელებელია ზუსტად იგივე სისტემური მიდგომის ჭრილში, როგორიც იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. იყო გარკვეული თვალსაჩინო შედეგები – რა თქმა უნდა, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, თუმცა, შემდგომი გამოწვევა, რომელზეც სამინისტრო დღეს მუშაობს, პირველ რიგში არის პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით სისტემის შემდგომი რეფორმირება და ჯიბიდან გადასახდელების შემცირება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უკიდურესად დიდი პრობლემა. გარდა ამისა, გლობალურმა პანდემიამ განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით სახელწიფო სოციალური პროგრამები.

აქ ჩვენ გვქონდა დაწყებული ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრიობის ხარისხის გაზრდას თითოეული ჩვენი მოქალაქის შეჭირვებული მოქალაქის, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება, მათი იდენტიფიცირების პროცესში კონკრეტული რეფორმების ჩატარება, კონკრეტული გაუმჯობესება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობდით და ახლა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რჩება და ხდება, რამეთუ თითოეული ჩვენი სოციალურად დაუცველის, ხანდაზმულის, დევნილის იდენტიფიცირება და სწრაფი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს.

ამიტომ ის პროგრამები, რომელიც იყო ასაკოვანი მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და ჩვენი დევნილების დახმარების მიზნებით გამსჭვალული, ეს პროგრამები კიდევ უფრო გაიზრდება და გაძლიერდება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    რა უნდა ეთქვა ბერას - გიორგი თარგამაძემე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    "ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!""ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!"- წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი: "ოპოზიციის მიერ დაანონსებული 25 თებერვლის ანტისაოკუპაციო აქცია გადაიდო. მე, რომელიც რადიკალური მოქმედებების და აქციების უპირობო მომხრე ვარ და არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, დღეს, მოცემულ გარემოებებში, ოპოზიციის ამ აქციის გადადება მგონია ერთადერთი სწორი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    რა დასკვნა დაიდო ადამიანების უფლებების დარღვევაზე- HRC 2020 წლის ანგარიშიადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა