“პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტი მოსკოვში. უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის პარალელურად, პრორუსული პარტიის ლიდერები რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრებს ხვდებიან. როგორც ირკვევა, ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი კრემლს ერთგულებაში არწმუნებენ და ღიად ამბობენ, რომ მხარს საქართველოს ნეიტრალიტეტს უჭერენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსული მხარე ავრცელებს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებაც იყო. რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრებმა პირობა მიიღეს, რომ მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას პატრიოტთა ალიანსი მხარს მომავალშიც დაუჭერს.
მთავარი არხი