თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, ცოლის ძმამ სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სიძე-ცოლისძმას შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.