“სამყარო რუსეთის მიწა-წყალს იყოფდა, მაგრამ ქართველები ისევ ხინკლის მოხვევას აგრძელებდნენ, ერთმორწმუნე რომ არ გაეღიზიანებინათ”

რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წასული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“გავა დრო და ჟამთააღმწერელი დაწერს.
იდგა საუკუნე ეპოქალური ცვლილებებისა. მთელი კაცობრიობა რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ დარაზმულიყო უკრაინაში ჩადენილი ბოროტების გამო. ორთავიანი არწივი უკვე მიწაზე იყო გართხმული და სისხლისაგან იცლებოდა. მთელი სამყარო რუსეთის მიწა-წყალს იყოფდა, მაგრამ ქართველები ისევ ხინკლის მოხვევას და ჩუკენობას აგრძელებდნენ ორი ხელით, ერთმორწმუნე რომ არ გაეღიზიანებინათ”, – წერს ოქრუაშვული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share