დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „მზარდი დანაკარგების“ პარალელურად, რუსეთი საჯარისო ნაწილების შევსებას 2012 წლის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული ყოფილი სამხედროებით ცდილობს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ოკუპანტების ჯარის შევსება დნესტრისპირეთის რეგიონიდანაც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „მნიშვნელოვანი დანაკარგი” განიცადა.
BBC-ის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დანაკარგი 7000-დან 15000-მდე დაღუპულ ჯარისკაცს შეადგენს.