„მათხოვრები ხომ არ ვგონივართ?!- ქუთაისის ერთ-ერთ ბაღში გაფუჭებული კარტოფილი დაარიგეს

ქუთაისის მეხუთე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა “ბაღების გაერთიანებიდან” გაფუჭებული პროდუქტი მიიღო.

როგორც იზა ხუხია ქუთაისიპოსტს უყვება, ორი კილო კარტოფილი, რომელიც მას გადასცეს, გაფუჭებული იყო და მისი გამოყენება ვერ შეძლო.

“თუ არ დაარიგებენ არც ეგაა პრობლემა, ამათი ორი კილო კარტოფილი რაში დამეხმარება, მაგრამ თუკი არიგებენ და ამას აკეთებენ ბიუჯეტის ფულით, ხომ შეიძლება ხარისხიანი საკვები  მაინც იყოს?  ისეთი  კარტოფილი მომიტანეს,  შეურაცხყოფილი დავრჩი.  ბოდიში,  მაგრამ გაერთიანების უფროსს  მათხოვრები ხომ არ ვგონივართ? ეს არის დაცინვა და აგდება”, – ამბობს მეხუთე საბავშვო ბაღის ფილიალის აღსაზრდელის მშობელი იზა ხუხია.
მისი თქმით, დაზიანებულ პროდუქტს ადრეც იღებდა, მაგრამ ამაზე არაფერს ამბობდა, ბოლოს კი საერთოდ გამოუსადეგარი კარტოფილი მიუტანეს.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში უხარისხო პროდუქტის შეძენას კატეგორიულად გამორიცხავენ და მომხდარს შემთხვევითობით ხსნიან. გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, პროდუქტში რამდენიმე გაფუჭებული კარტოფილი მართლაც მოხვდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაერთიანება ცუდ პროდუქტს ყიდულობს.
“16 ტონა კარტოფილის დაფასოება ხდება და შეიძლება რამდენიმე ცალი შეყვა გაფუჭებული. ეს არის გამონაკლისი შემთხვევა. ცუდი ხარისხის პროდუქტს როგორ შევიძენთ?! აქამდე არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და აუცილებლად დავინტერესდები ამ ფაქტით”, –  განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
პანდემიის გამო ქუთაისის არც ერთი სააღმზრდელო დაწესებულება არ მუშაობს. პროდუქტი, რომელსაც გაერთიანება ტენდერის გზით ყიდულობს, აღსაზრდელებისთვის სახლში მიაქვთ.

აღსაზრდელებისთვის არ რიგდება მალფუჭებადი პროდუქტი. ბაღის მოსწავლეების ოჯახები თვეში ერთხელ იღებენ: 10 ცალ კვერცხს,1 კგ შაქარს, 1კგ ბრინჯს, 2 კგ კარტოფილს,1 ლიტრ ზეთს, 1კგ ფქვილს,  ერთ შეკვრა მაწონს,  200 გრ. კარაქს, 8 ცალ ორცხობილას.  ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ასევე დარიგდა ტკბილეულის ნაკრები.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში 8 234 აღსაზრდელი ირიცხება.

kutaisipost.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    "როდესაც საქმეს თავდადებით აკეთებ, მაშინ მოდიხარ მანკიერ სისტემასთან წინააღმდეგობაში""პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    "ეს ჭორვილელი ხიხოც და მისი მონებიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია და დაისვა თავზე ცხრა წლის წინ"ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს: "ერთი წუთით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ბორია ივანაშვილის ხელით მართული ხელისუფლება და მისი ბურატინო ახალ არჩევნებზე დათანხმდებოდა. ეს ხომ ძალაუფლების ხელიდან გაშვებას ნიშნავს! ესე იგი სულით და ხორცით მახინჯ, უვიც არსებას, რომლის ყოველი ნერვი და ტვინის უჯრედი…
    Tags: და, ეს, რომ, ხომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    "სულ რომ შუშის კოლბაში ჩაჯდეს, მაინც უამრავი "საცეცი" რჩება""ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
    Tags: და, რომ, ეს, არ, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 93
    "ეს კანონპროექტი [პარტიების დაფინანსებაზე] არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ""მე არ მომწონს ფარისევლობა და ის წესები, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ, ამიტომ არაფერი არ უნდა მოგწონდეს, რასაც მმართველი პარტია გამოიტანს და პირიქით. ზოგ შემთხვევაში, იძულებული ხარ, რაღაცას, რასაც შინაგანად ეთანხმები, ფარისევლურად თქვა, რომ არ მოგწონს, რადგან დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ეს კანონპროექტი არის პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ. იმის…
    Tags: რომ, არ, და, ეს, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა