კომპანია “ნალუთომ”, რომელიც ქვიშა ხრეშის მოპოვებას მდინარე ნატანებზე, სოფელ მერიის ტერიტორიაზე აწარმოებდა, მუშაობა ერთი კვირაა შეაჩერა.
ამის მიზეზი, როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან ატყობინებენ, კომპანიაში ფინანსური პოლიციის “შესვლაა”.
ფინანსური პოლიცია “ნალუთოს” საქმიანობით, ერთი თვეა რაც დაინტერესდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია წლებია ქვიშა ხრეშის მოპოვებას მდინარე ნატანებზე, სოფელ მერიის ტერიტორიაზე კანონისა და მოქმედი რეგულაციების დარღვევით აწარმოებს, ასევე მისი ინერტული მასალის მოპოვებითი სამუშაოები სერიოზულ საფრთხეს უქმნის იქვე მდებარე ურეკი შეკვეთილის წყალსადენის რეზერვუარებს, თუმცა კომპანია მისი მისამართით გაკეთებულ შენიშვნებს სრულ იგნორირებას უკეთებდა.
ასევე გავრცელებული ინფორაციით “ნალუთო” მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პიროვნებებთან ასოცირდება, ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მათ შორის კი მხოლოდ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ბესიკ ქარჩავა ფიგურირებს.
მსგავსი სტატიები
- 74
თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი ოზურგეთი. - მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? - ჰავა ოზურგეთისა. - სახლები. - ვაჭრობა და ვაჭრები. - ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. - მეგრელი მწყემსები გურიაში. - ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. - ოზურგეთი, როგორც…
- 70
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა,- ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა,…
- 68
ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა”,- ნათქვამია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს და ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება…
- 67
ამერიკაში მოღვაწე პროფესორი დოდონა კიზიაია სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და პარალელი გაავლო ოლიგარქიული მმართველობის ბუნებაზე და ბრძოლისუნარიანობაზე ჩვენსა და ამერიკელ ხალხს შორის. "მოვისმინე მთავარ არხზე გადაცემა ვაშინგტონში მომხდარ ამბებზე და მოკლედ ჩემი სიტყვებითაც მინდა გითხრათ ამის შესახებ. გუშინ ამერიკელი ფაშისტების (გამოკითხვის მიხედვით უმეტესი მათგანი ოთხკლასდამთავრებულია), რუსი და ქართველი…