რუსეთის პატრიარქს, კირილს მოუწევს, რომ საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Nexta საკუთარ ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვართა საბჭოში წარსადგენად მიმართვას ამზადებენ. მათ სურთ, საბჭომ შეაფასოს კირილის, როგორც უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხარდამჭერი პატრიარქის ქმედებები.
ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვართა საბჭო არის უმაღლესი მართლმადიდებლური სასამართლო, რომელიც განიხილავს სარჩელებს საეკლესიო იერარქების წინააღმდეგ.
თუ რუსეთის პატრიარქს დამნაშავედ ცნობენ და ბრალდება დაუდგინდება, მას შესაძლოა, პატრიარქის წოდება ჩამოერთვას.