„ყარსი და არარატი რუსეთს უნდა დაუბრუნდეს, ეს რუსეთის ტერიტორიაა“ – მარგარიტა სიმონიანი

ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ, ინტერნეტში მისი მონაწილეობით სხვადასხვა გადაცემებიდან ამონარიდები ვრცელდება. მაგალითად დიდ რეზონანსი გამოიწვია 2021 წლის გადაცემამ, სადაც პუტინის მთავარი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემის სტუმრები იყვნენ ჟირინოვსკი და მარგარიტა სიმონიანი.

აქ საგულისხმოა გადაცემის ის ნაწილი, სადაც ჟირინოვსკი სომხეთში რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს და მარგარიტა სიმონიანს მიმართავს.

„თუ რეჟიმი არ გამკაცრდა, თქვენ სომხები, ერევანსაც დაკარგავთ“

აქ სკანდალური გამოდგა თავად მარგარიტა სიმონიანის პასუხი. სომხური წარმოშობის ჟურნალისტი ამბობს, რომ არარატი და ყარსი რუსეთის ტერიტორიებია და მის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს.

„დიახ, მე მინდა ყარსი და არარატი დაუბრუნდეს რუსეთს, რადგან ეს რუსეთის ტერიტორიაა. ეს იყო სამარცხვინო ყარსის ხელშეკრულებამდე, როცა ისინი რუსეთს წაართვეს. მე ვარ რუსული შეგნების ადამიანი, მე საერთოდ ყველაფერი მინდა რუსეთს დაუბრუნდეს, რაც მას ჰქონდა ოდესმე“, – ამბობს სიმონიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share