ფინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Nokia რუსეთში საქმიანობას აჩერებს.
“უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ჩვენთვის გასაგები გახდა, რომ Nokia რუსულ ბაზარს დატოვებდა. ბოლო კვირებში ჩვენ შევაჩერეთ მომარაგება, დღეს შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ რუსეთი სრულად დავტოვეთ. ამ პროცესში მთავარ მიზნად რჩება ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა”. – წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით რუსული ბაზრიდან გასვლას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი არ მოყოლია.
Nokia, Ericsson-თან და Huawei-სთან ერთად სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. ამ დროისთვის სამი გიგანტიდან რუსულ ბაზარზე მხოლოდ Huawei რჩება.