ზურაბიშვილი კელის და ჰოჯესის და სხვათა კრიტიკას “უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთიანი ყარაბაღის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ გამოთქმულ კრიტიკას “უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს მსგავსი პოზიცია აქამდეც არაერთხელ გამოუთქვამს.

ზურაბიშვილმა ელჩების 2020 წლის ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოხარულია კონფლიქტის ზონაში აღმდგარი მშვიდობის გამო და დანანებით აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის პროცესში საქართველოს საკვანძო როლი არ უთამაშია. პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო ისტორიულად კავკასიის ცენტრია და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყანა ე.წ “კავკასიური პლატფორმის” საკვანძო მოთამაშედ იქცევა.

პრეზიდენტის განცხადებას საერთაშორისო დიპლომატების კრიტიკა მოჰყვა. ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა და საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ პრეზიდენტი გააკრიტიკეს და მის პოზიციას შეცდომა უწოდეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი დიპლომატების საპასუხოდ აცხადებს, რომ ზურაბიშვილის განცხადებების გარშემო “უსაფუძვლო აჟიოტაჟია” ამტყდარი.

“ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით  პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად  ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს  ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 9 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

პუნქტიანი შეთანხმება კონტაქტის ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ რუსი სამხედროების განლაგებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებით, რუსეთს ამიერკავკასიის ყველა ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები განთავსებული: საქართველოშიც, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით კავკასიაში ახალი ერა დაიწყებოდა და მოლაპარაკებებში ჩართულ ფასილიტატორებს, მათ შორის, რუსეთს მადლობა გადაუხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 95
    "ერთი ნაბიჯიც და..."- გიორგი თარგამაძეპატარა ბავშვი რომ ფეხის ადგმას იწყებს, მშობლის მიმართულებით ბარბაცით, შიშით, ინტერესით და ხალისით დგამს ნაბიჯებს, ცდილობს არ დაეცეს და წონასწორობა შეინარჩუნოს, წინ კი ხელებგაშლილი მშობელი შფოთვით და სიხარულით ელის, რომ გულში ჩაიკრას, ჩაიხუტოს, ბედნიერების განცდით მიეგებოს... - სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით 100 წლის წინ ჩვენი ახალფეხადგმული ქვეყანა, და ასე ვართ ახლაც. თუმცა განსხვავება…
    Tags: და, რომ, საზოგადოება
  • 94
    ოზურგეთი - მდებარეობა ოზურგეთისა – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? - თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი)თედო სახოკია - „მგზავრის წერილები“ (ჟურნალი „მოამბე“ 1897 წელი) მესამე თავი ოზურგეთი. - მდებარეობა ოზურგეთისა. – საიდან დაერქვა ოზურგეთს თავისი სახელი? -  ჰავა ოზურგეთისა. - სახლები. - ვაჭრობა და ვაჭრები. - ჩაცმულობა იქაურის ვაჭრისა. – „პარასკეობა“. - მეგრელი მწყემსები გურიაში. - ქალაქის ბაღი, მისი წარსული და აწმყო. - ოზურგეთი, როგორც…
    Tags: და, საზოგადოება
  • 93
    The Washington Post: საქართველოს დემოკრატიამ დიდი ნაბიჯი გადადგა უკანThe Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "რუსეთის ერთ-ერთ მეზობელთან დემოკრატია ზღვარზეა და პუტინი კმაყოფილია". სტატიას უცხვლელად გთავაზობთ: 15 წელზე მეტია, რაც რუსეთის მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად ყოფილი საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკა სტაბილურად თუ ნელ-ნელა მიდიოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ. ახლა მან დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. სამშაბათს, თბილისში პოლიციამ დაარბია…
    Tags: და, რომ, საზოგადოება
  • 93
    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებს – EMC„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა,- ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა,…
    Tags: და, საზოგადოება