„ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები“ – საპატრიარქო კორონავირუსის შესახებ ეკლესიის პოზიციას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პირველი ტალღის დროს ვირუსს ეკლესია არ აღიარებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პირველი ტალღის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოების უკეთ ინფორმირებისა და ბრალდებების საპირწონედ გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს სხვადასხვა დროს ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან, მათ შორის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვიდან, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებებიდან და ა.შ.

რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.

ამჯერად გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს 2020 წლის პირველ აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ გავრცელებული მიმართვიდან.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;

სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    საპატრიარქო წმინდა სინოდის განჩინებას ავრცელებსსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა.რომლის ტექსტსაც გთავაზობთ სრულად. „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.…
    Tags: და, საქართველოს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 97
    "გაზარდეთ გმირები და არა მონები! ბავშვი ვითარდება სირთულეების გადალახვის პროცესში!"შალვა და პაატა ამონაშვილების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მშობლებთან შედგა. სემინარს "აღზრდის საიდუმლო", რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ "ამონაშვილების აკადემის მშობლებისთვის" და "აზროვნების აკადემია", საინფორმაციო მხარდამჭერი კი ვებგვერდი mshoblebi.ge, საკმაოდ ბევრი მშობელი ესწრებოდა და მათ შორის, განსაკუთრებით სასიამოვნო მამების სიმრავლე იყო. როგორც ყოველთვის, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული სემინარში და სვამდნენ მათთვის ყველაზე აქტუალურ…
    Tags: და, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 97
    "მივმართავთ ხელისუფლებას, საზოგადოებას აარიდონ გარდაუვალი შფოთი" - საპატრიარქოსაქართველოს საპატრიარქოს განცხადება (29.06.2021) როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ,,თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს; ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ: 1. დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 97
    "ტრადიციული იდენტობები: "მამაკაცი" და "ქალი," ოჯახური ფასეულობები წაშლილია"წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები”- ვკითხულობს პატრიარქის 2021 წლის სააღდგომო ეპისტოლეში. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები