ციხეში უფლებების დარღვევა – მესამე პრეზიდენტი სახდეპის ანგარიშს ეცნობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსთავის ნომე მეთორმეტე დაწესებულებაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს ანგარიშს ეცნობა. დოკუმენტის სრული ვერსია მიხეილ სააკაშვილს თემურ ჯანაშიამ შეუტანა.

დოკემენტში მიხეილ სააკაშვილს მთელი თავი ეთმობა. ყოფილი მთავარსარდალი 14-ჯერ არის ნახსენები. დოკუმენტში ყოფილი პრეზიდენტის დარღვეული უფლებები ხაზგასმით არის აღნიშნული.

სააკაშვილი გეგმავს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სტარსბურგში გააგზავნოს:

ვისაუბრეთ იმ უმძიმეს დასკვნაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ დადო, სადაც აღწერილია სააკაშვილის ციხის ეპოპეა. მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ ის რა თქმა უნდა იმ დიდ საქმეზე იქნება გამოყენებული, რომელიც სტრაზბურგში მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარეობს. შესაბამისად ეს ამ განხილვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამ პატიმრის მიმართ იყო არაადამიანური მოქმედებები, იყო მისი უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ”- აღნიშნა თემურ ჯანაშიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share