“სადაც ვერ ჭრის ფული იქ ჭრის დიდი ფული“- ხათუნა ლაგაზიძე

თუ ადამიანი პოლიტიკაში მოდის ამბიციის გარეშე, თავისი კვალი დატოვოს საქართველოს უახლოეს ან ხანგრძლივ ისტორიაში, ის პოლიტიკისა და ხალხისთვის არის საშიში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც პოლიტიკაში მოდის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის,- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეოთხე ნომრის ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ასეთი ტიპის ადამიანების დიდი ნაწილი, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს ანაცვალებენ. როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა იმისთვის, რომ საკუთარი ხალხის ხარჯზე ფული ეშოვა, ქუჩაში იდგება თუ პარლამენტში, პოლიტიკოსად ვერ შედგება.

„ეს ადამიანი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა არა იმიტომ, რომ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა ამ ქვეყნის ისტორიაში, ან უახლოეს პერიოდში რაიმე ცვლილებების განხორცილება, არამედ საკუთარი კვალის დატოვება უნდოდა საკუთარ ბიზნესში. ეს რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამისი ძალიან მწარე მაგალითები საქართველომ ნახა, როდესაც ბიზნესმენები მოდიან საკუთარი ხალხის გაყიდვის ხარჯზე პოლიტიკაში და არა ხალხისთვის. ესეც არის ასეთი კლასიკური შემთხვევა“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

როგორც ლაგაზიძემ განმარტა, პოლიტიკოსებს, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ, სხვა არგუმენტი არ აქვთ გარდა იმისა, რომ „სადაც ვერ ჭრის ფული იქ ჭრის დიდი ფული“. მისი თქმით, პოლიტიკოსების მიერ იმ განცხადებებით, შენიღბვა, რომ პარლამენტში, ისტორიული საარჩევნო კოდექსის მისაღებად შედიან, უბრალოდ სიყალბეა, რადგან ამ ცვლილების განხორცილებას „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ორგანოში მყოფი 90 დეპუტატის მხარდაჭერაც ჰყოფნის.

„საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ამ მოლაპარაკებებზე ნამდვილად განიხილებოდა, შესაძლებელია მოახდინოს „ქართული ოცნების“ 90-მა დეპუტატმა, არცერთი ელისაშვილი, არცერთი ენუქიძე, არცერთი ღობეგლეჯიაშვილი დამატებით „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება საარჩევნო კოდექსში ისტორიული ცვლილებების შესატანად. ამიტომაც ეს არგუმენტი არის სრული სიყალბე. მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტის არჩევნების ცვლილებაზე ანუ იმაზე, რომ დაიკლოს ბარიერმა, ამასაც არც ელისაშვილი, არც ენუქიძე და არც ღობეგლეჯიაშვილი არ უშველის იმიტომ, რომ აქ მეორე უკიდურესობასთან გავქვს საქმე, ამ შემთხვევაში საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც არ გროვდება თუნდაც 10 ელისაშვილი შევიდეს პარლამენტში. ამიტომ ვერაფრით გაიმართლებს ის თავს – ერთი არგუმენტიც ყალბია, მეორე არგუმენტიც ყალბია“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    "იქ სადაც მორალის ნატამალი არ არის, პატრონი მოუკვდა პოლიტიკას"-მირცხულავაექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა  გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე სოციალურ  ქსელში წერს: "მოდით, ასეც შევხედოთ საკითხს - ჩვენ ყველანი აღმოვჩენილვართ საკუთარი შვილების კაპრიზის წინაშე, თუნდაც ელემენტარულ საკითხში. რას ვაკეთებთ ამ დროს, მით უფრო თუ ვიცით, რომ ეს კაპრიზი პირველ რიგში მიათთვის არის დამაზიანებელი? ვცდილობთ დავარწმუნოთ, ავიუხსნათ რომ "ეს არ არის კარგი, საზიანობა".…
    Tags: და, არის, არ, რომ, ეს, ამ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    "ვისაც უნდა დავენიძლავები, მოვა დრო, როცა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე დაიწყებენ ლაპარაკს"ბატონ კენტსაც შევახსენებ მარტივ რამეს, ერთ-ერთმა რიგითმა ჩინოვნიკმა კი არა, სახელმწიფო მდივანმა - პომპეომ გაგვიკეთა განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით და სად არის ანაკლია? - ოპოზიციის პარლამენტში ყოფნამ არ უშველა, რომ ქვეყნისთვის საჭირო პროექტები მისულიყო ბოლომდე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. ბობოხიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი არ არის აშშ-ის…
    Tags: და, არ, პარლამენტში, რომ, არის, ქართული, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    "ვინ სიკვდილები არიან, ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ"როგორც აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი LGBT თემის მიმართ და ვერც ხვდებიან, ეს თემი რას ითხოვს. მისივე თქმით, თუ პრაიდის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებს ძალაუფლება მიეცემათ ეს ნიშნავს, რომ „მკლავების მოშიშვლების, ან საკინძეების არშეკვრის შემთხვევაში ჩვენი და ჩვენი შვილების მტრებად იქცევიან“. ,,მაინტერესებს, ქართველობა უკვე…
    Tags: და, რომ, ეს, არის, თუ, ამ, არ, მთავარი, თემა, ახალი
  • 89
    "სულ რომ შუშის კოლბაში ჩაჯდეს, მაინც უამრავი "საცეცი" რჩება""ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
    Tags: და, რომ, ეს, არ, ის, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები