მომავალში, შესაძლოა, დახმარების ახალი პროგრამები გაჩნდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„სამთავრობო პროგრამაში არის გაწერილი დახმარება, თუმცა ამან შესაძლოა, სრულად ვერ დააკომპენსიროს ის დანაკლისი, რაც მიადგებათ მოქალაქეებს. მაგრამ ეს დახმარებები არის და ეს მოდელი არ არის ჩაკეტილი, მომავალშიც შეიძლება ახალი მხარდაჭერის პროგრამებიც გაჩნდეს“, – განაცხადა სერგეენკომ.