გერმანია უკრაინისთვის 1 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფას აპირებს

გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის, 1 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარების გამოყოფას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა დაადასტურა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, თავდაცვის სექტორში საერთაშორისო დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაზარდოს, რომლის ნახევარი უკრაინას მიეწოდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share