გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს:
“სრულიად საქართველოს, გურიის რეგიონის მოსახლეობას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, კალანდას! 2021 წელი თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის ყოფილიყოს სიხარულის, წარმატების და კეთილდღეობის მომტანი! განსაკუთრებით ვულოცავ დამდეგ ახალ წელს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს, მეხანძრე-მაშველებს – სწორედ იმ ადამიანებს, რომლებსაც 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე. მადლობა მინდა ვუთხრა ეპიდემიოლოგებს, ჯანდაცვის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩვენი საამაყო ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ პაციენტების სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენთაგანს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც ღირსეულად ვუპასუხებთ, აუცილებლად შევძლებთ კოვიდ 19 -ის დამარცხებას და ძალიან მალე ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს. რთული ეპიდ ვითარების მიუხედავად, ჩვენ, მიმდინარე წელს განვახორციელეთ უამრავი პრიორიტეტული პროექტი. რეგიონის საკეთილდღეოდ, მომავალ წელსაც გავაგრძელებთ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ერთად შევძლებთ ინფრასტრუქტურის მეტ განვითარებას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ, მომავალი წელი აუცილებლად იქნება ახალი მიღწევების წელი! გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას! მრავალ ახალ წელს დაესწარით!”
პატივისცემით: ზურაბ ნასარაია – გურიის სახელმწიფო რწმუნებული