მე არ მჯერა მსოფლიოსი მას შემდეგ, რაც უკრაინის მოვლენები დავინახეთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ზოგიერთი ქვეყნის, ან ზოგიერთი ლიდერის სანდოობის აღარ სჯერა.
“მე არ მჯერა მსოფლიოსი მას შემდეგ, რაც უკრაინის მოვლენები ვნახეთ… მე არ მჯერა ზოგიერთი ქვეყნის, ან ზოგიერთი ლიდერის განცდების გულწრფელობის. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩვენს მიწაზე შემოიჭრა, ჩვენ არ გვჯერა ჩვენი მეზობლების. არ გვჯერა ამ ყველაფრის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მას არც კი სჯერა უსაფრთხოების დოკუმენტირებული გარანტიებისა და საერთაშორისო სამართლის. რადგან უკრაინაში ომი მძვინვარებს და რუსეთს სავარაუდო ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.
ზელენსკიმ განუცხადა CNN-ს, რომ მისი რწმენა ეფუძნება პრაქტიკულ, ხელშესახებ ძალისხმევას და უკრაინელ ხალხს.
“თუ თქვენ ჩვენი მეგობრები ან პარტნიორები ხართ, მოგვეცით იარაღი, მოგვეცით ხელი, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ფული და შეაჩერეთ რუსეთი. ერთადერთი რწმენაა საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ, არა მხოლოდ თავიანთი სიტყვებით, არამედ თავიანთი ქმედებებით”, – თქვა ზელენსკიმ.
მეტი ინფორმაციისთვის – უკრაინის დედაქალაქის, სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ნიკოლაი ჟირნოვი “ვეჩერნი კიევთან ” ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ კიევის აღების მორიგი მცდელობისთვის ემზადებიან.
რამდენიმე ხნით ადრე, რუსების მხრიდან კიევის აღების მორიგი მცდელობის შესახებ, დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკოც საუბრობდა.