“წყალწაღებულებივით ვართ” – როგორ ხვდებიან ახალ წელს გურიაში?

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, გურიაში ამაღლებულ საახალწლო განწყობაზე მეტად საგრძნობი, უმართავად გაზრდილი ფასები და მყიდველთა შემცირებული რაოდენობაა. მაინც რა ჯდება საახალწლო სუფრა და მოსახლეობის რა ნაწილი შეძლებს იმ პროდუქტების შეძენას, რისი ფასებიც წელს თითქმის გასამმაგებულია, ამის გარკვევა ცოტათი რთულია, თუმცა დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომ ბევრი დასახელების პროდუქტი ფაქტობრივად მიუწვდომელია, ამაზე თავადაც ღიად საუბრობენ. ნიგოზი 20-25 ლარი, ერთი კგ. ყველი 13 ლარი, ინდაური 70, გოჭი 120-130, ქათამი 25-30 ლარი, კატასტროფულად გაზრდილია ფასები ხილსა და სხვადასხვა სახის პროდუქტებზე. არსებული ფასები კიდევ უფრო ამძიმებს მოსახლეობის მდგომარეობას და საახალწლო განწყობას. მართალია, ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ ეს განსხვავებული ახალი წელი იქნება და ამას კორონა პანდემიის სიმძიმით ხსნის, თუმცა მდიდარ ხელისუფლებას ალბათ, სულაც არ ახსოვს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სიღარიბეს და შიმშილს ისედაც წლებია ებრძვის.
და მაინც, როგორი განწყობით ხვდებიან გურულები ახალ წელს და რის ყიდვას ახერხებენ საახალწლო სუფრისთვის, “გურიის მოამბე” რამდენიმე ადგილობრივს გაესაუბრა:
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share