პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწდა, რომ თუ არ ეხმარებიან, მაშინ ხელს მაინც ნუ შეუშლიან “მარტივი საკითხებით”.
“როდესაც ჩვენ აქ ოპოზიციის გარეშე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო – იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რაც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად უნდა იყოს გააზრებული და ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური, გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი, არავის არავის კრიტიკის არ ეშინია”, – თქვა გიროგი გახარიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
მსგავსი სტატიები
- 90
2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
- 90
„როგორ შეიძლება, აღმაშენებლის ქვეყანაში, იმ ქალების და კაცების ქვეყანაში, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ მტერი რომ შემოდიოდა, თვითმფრინავის ხმაზე ძირს ფორთხვა დაიწყო. ჩვენ ეს სირცხვილი მან გვაჭამა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომსა და მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას…
- 90
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
- 90
ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ…