წილოსანი გახარიას: ერთი პარტიის ფორმატში ვართ და გაცილებით კრიტიკულობის ვალდებულება გვაქვს

ერთი პარტიის ფორმატში ვართ და გაცილებით კრიტიკულობის ვალდებულება გვაქვს-ამის შესახებ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში, მთავრობის დამტკიცების სხდომაზე განაცხადა, რასაც მხოლოდ პარტია ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან.

“იმ მოცემულობაში, როცა ჩვენ გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების გამო გვიწევს ერთი პარტიის ფორმატში ოპონირება, ვალდებულება გვაქვს, გაცილებით კრიტიკულები ვიყოთ.

ამ კრიტიკის ნაწილში მინდა გითხრათ, რომ მიწის რეფორმა, რომელიც ჩვენი კომიტეტის მეშვეობით დაიწყო და მნიშვნელოვანი მიწის კანონით დასრულდა, არ მიმდინარეობს სათანადოდ. ვგულისხმობ იმას, რომ 2020 წელს შექმნილი მიწის სააგენტო, რომელსაც მხოლოდ დოკუმენტური ბაზა უნდა მოეწესრიგებინა და 3 დადგენილება უნდა მიგეღოთ, არცერთი არაა შესრულებული, რაც გულისხმობს, რომ მეტი კონცენტრირებაა საჭირო. […]

ჩემი კითხვაა, თქვენს განაცხადში, რაშიც მიწის რეფორმას გულისხმობთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს და რა პასუხისმგებლობას იღებთ პარლამენტის და ჩვენი კომიტეტის წინაშე?”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share