რუსეთის კომუნისტური პარტია სახელმწიფო დროშად საბჭოთა კავშირის დროშის გამოცხადებას ითხოვს

რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ სახელმწიფო დუმას რუსეთის სამფეროვანი დროშის საბჭოთა კავშირის დროშით შეცვლა შესთავაზა.

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა არის წითელი სწორკუთხა ტილოს ზედა კუთხეში გამოსახული ოქროსფერი ნამგალი-ურო-ვარსკვლავის კოპოზიციიანი დროშა. დროშის თანაფარდობა, სიგანე მის სიგრძეზე, არის 1:2“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის კომუნისტურ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ 1910 წელს, რუსეთის იმპერიის იუსტიციის სამინისტროს დროს იყო შეთავაზებული, რომ გაუქმებულიყო რუსეთის სამფეროვანი დროშა.

„1910 წლის 10 მაისს შეხვედრისას ოფიციალური პირები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არც თეთრ-ლურჯ-წითელი და არც შავ-ყვითელ-თეთრი დროშა არ იყო ისტორიული რუსეთის დროშა“, – განაცხადეს კომპარტიაში.

გარდა ამისა, დროშის შეცვლის აუცილებლობის სასარგებლოდ დეპუტატები მიუთითებენ 2021 წლის დასაწყისში რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე. როგორც კომუნისტებმა აღნიშნეს, ამ გამოკითხვაში მონაწილეთა 67 პროცენტმა თქვა, რომ ნანობს სსრკ-ის დაშლას, მაშინ როცა გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ მეოთხედს აქვს საპირისპირო აზრი.

რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წარმოუდგენელია, სახელმწიფო დუმამ ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share