ყველა დროის ხელისუფლების მსახურნი თალაკვაძის მორჩილებაში – რა ხდება ოზურგეთის მერიაში

ოზურგეთში პოლიტიკური რეპრესიები იწყება. სამსახურიდან უშვებენ ყველას, ვინც ძმებ თალაკვაძეებს არ მოსწონთ. ირკვევა, რომ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ 35 ადამიანს უკვე გაუგზავნა სახლში წასვლის შეტყობინება. გაშვებულებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც “ქართულ ოცნების” მხარდამჭერად არ ითვლებოდნენ და არჩევნებზე თალაკვაძის კონკურენტს უჭერდნენ მხარს.

რეორგანიზაციის სახელით დაწყებულ რეპრესიებში არ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში ბევრი პარტია გამოიცვალეს, რომელთა საეჭვო საქმიანობა აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა და რომელთა შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე ბევრი კითხვებია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თალაკვაძეებს კომპრომატირებული ადამიანები შავი დავალებების შესასრულებლად სჭირდებათ, პროფესიონალო კადრები კი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.

დღეს, ტვ პირველის ეთერში გასული სიუჟეტიდან გაირკვა, რომ თალაკვაძემ უკვრ მიიღო ალეკო მამეიშვილის, გია მამაკაიშვილის და მაიზერ ცელაძის სამსახურში დატოვების გადაწყვეტილება.

ამავე სიუჟეტიდან ირკვევა ისიც, რომ ცელაძეს საკუთარი შვილი ინდმეწარმედ გაუფორმებია და ბიუჯეტიდან კაი გვარიანი ფულებიც აუღია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share