ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მას ექიმის დახმარება სჭირდებოდა, რის შემდეგაც იგი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.
“თუ შეიძლება, ექიმის დახმარება მჭირდება. ოღონდ, ხელი მომკიდეთ”. – თქვა სააკაშვილმა.
სასამართლო პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდნენ, დროებით შეწყდა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. ამ დრომდე იგი სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.