“მთავარი არხის” გენდირექტორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, “ქართული ოცნება” უნდა გაძევდეს”.
“უკვე დამღლელი, სრულიად ფუჭი და დროის გამყვანია ”ქართული ოცნების” ცალკეულ და ახალ-ახალ მავნებლობებზე ყოველ დღე საუბარი და აღშფოთება.
ამას ერთიანად და სამუდამოდ უნდა მოეღოს ბოლო. ქართული ოცნება უნდა გაძევდეს.
სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვას არაფერს აზრი არა აქვს – არც ფორმით, არც შინაარსით”, – წერს გვარამია ფეისბუქზე.