ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.
თავდასხმა დღეს მოხდა, თუმცა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
„ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფრასტრუქტურა დაზიანებულია“, – ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ოდესა, რომელიც უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, შეჭრის დაწყების დღიდან რუსული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.