ისეთი კომენტარები აკეთეს “ოცნებაში”, ოპოზიციას ვერც თხოვ შევიდეს პარლამენტში- დათო ტურაშვილი

ვფიქრობდი, რომ ოპოზიცია უნდა შესულიყო პარლამენტში, ახლა კი ვეღარც კი ვთხოვ, ისეთი კომენტარები აკეთეს “ოცნებაში” – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ისტორიული შანსი ჰქონდა საქართველოს, რომ მარავალპარტიული პარლამენტი გვქონოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ეს შანსი ვერ გამოიყენა იმიტომ, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ ჭკვიანები არ ვართ.

“ახლა გვქომდა ისტორიული შანსი, რომ დომინანტი ერთი პარტია კი არ ყოფილიყო – “ქართული ოცნება” ან “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ მრავალპარტიულობა, რაც არის ჩვენი კულტურის ნაწილი, როგორც ეს აქვს ნათქვამი რუსთაველს – “გვაქვს უთვალავი ფერითა”.

ხელისუფლებისთვისაც უკეთესი იქნებოდა ეს და ეს შანსი უნდა გამოეყნებინა, რომ ყველას ერთად გვეზრუნა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვნაზე. ახლა 78 000 ბავშვზე რომ ვლაპარაკობთ, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლება კი არ იქნებოდა, არამედ ყველა ერთად, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ ეს ვერ გამოიყენა. ვიცი რატომაც მოიქცა ასე – ჩვენ ვართ უნიჭიერსი ერი მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჭკვიანები არ ვართ”, – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

მისი თქმით, ის იზიარებდა აზრს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო და იქიდან ებრძოლა, მაგრამ ახლა ამას ვეღარც კი ეტყვის ოპოზიციას.

“გულწრფელად გითხრათ, მე ვფიქრობდი, რომ ოპოზიცია უნდა შესულიყო პარლამენტში ყველა ვარიანტში და იქ გადაეტანათ ეს ბრძოლა. ებრძოლა მეორე ტურებშიც. ზამთარი მოდის პანდემია მძვინვარებს და ა. შ. მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ საშინელებაა… ახლა ოპოზიცის ვერცერთ წარმომადგენელს ვერ ვეტყვი, რომ შედი-მეთქი. მთელი ეს დრო, რაც მოლაპარაკებები მიდიოდა ხელისუფლებიდან მესმოდა ერთადერთი კომენტარი, მათი დუპლეტი მით უმეტეს იმეორებდა ყოველდღე, რომ მაინც მოვისყიდით ვინმეს და მაინც შევიყვანთ ვინმესო. ჰგონიათ, რომ ოპოზიციას აყენებენ შეურაცხყოფას, სინამდვილეში ხომ ყველას გვაყენებენ?! ჩვენთვის – საქართველოს მოქალაქეებისთვის სულ ერთია ხელისუფლება და ოპოზიცია. ჩვენთვის მთავარია პრინციპები, რასაც უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლება, თორემ რა გვარების და სახელების იქნებიან, ჩვენთვის ამას ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს?!” – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share