თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის აზრით, არაგონივრულია საქართველო იმ სანქციებს შეუერთდეს, რომელიც რუსეთზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს.
როგორც ბურჭულაძემ თქვა, საქართველო ყველა კრიტიკულ სანქციას შეუერთდა.
“ის ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებს, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული რომ შევუერთდეთ”,- თქვა ბურჭულაძემ.