უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეიპყრეს ოკუპანტი, რომლსაც ცოლმა უკრაინელი ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსი დამპყრობელი ტყვედ იზიუმთან ბრძოლის დროს ჩავარდა.
“რუსული არმიის ჯარისკაცი ყირიმიდან, რომელსაც ცოლმა სახლიდან დაურეკა და განიხილეს, რომ უკრაინელი ქალების გაუპატიურების ნებას რთავდა და რომ კონტრაცეპტივები უნდა გამოეყენებინა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმთან ტყვედ აიყვანეს”- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა, ილია პონომარევმა განაცხადა.
შეგახსენებთ, 12 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაქვეყნა რუსი სამხედროს მეუღლესთან სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი. ცოლი ქმარს ეუბნებოდა, რომ ნებას რთავდა, უკრაინელი ქალები გაეუპატიურებინა, ოღონდ ეს მას არ უნდა გაეგო. ქალმა, ასევე, მოუწოდა, რომ პრეზერვატივი გამოეყენებინა.
ფოტო: რადიო “თავისუფლება”