“ქოცური სამართალი” – მამის მხარდაჭერის გამო შვილი სამსახურიდან დაითხოვეს

საკუთარი მამის, კონსტანტინე შარაშენიძის , როგორც ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, მხარდაჭერის, გამო, მისი შვილი, გოგა შარაშენიძე- სამსახურიდან, დვაბზუს თიხის ბენტონიტური ქარხნიდან დაითხოვეს.

დვაბზუს თიხის ბენტონიტური ქარხანა, იგივე  “ასკანგელ ალიანსი” რამდენიმე ადამიანის საკუთრებაა, (მოსკოველი ბიზნესმენი მარღანია, “ასკანელი ძმებიდან” ერთერთი – გოჩა ჩხაიძე, დავით დარჩიასთან (ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი) დაახლოებული პირი თენგიზ შარაშიძე – თუმცა მისი არაოფიციალური მეპატრონე და მმართველი ბოლო წლებში, ოზურგეთელი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი გახდა.

სწორედ მისი დამსახურება იყო ამ ქარხნის დირექტორად ირაკლი ვეშაპიძის დანიშვნა, საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ვანო ჩხარტიშვილის კლანის წევრის, ნათია თურნავას შვილის,  დანიშვნა.

გოგა შარაშენიძე, აღნიშნულ ქარხანაში, სამი წელია, ლოჯისტიკური სამსახურის  საბაჟო  მენეჯერად მუშაობდა.

თუმცა მას, აღდგომის წინა დღეებში, ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ სამსახურიდან დათხოვილი იყო.

შარაშენიძეს მიზეზები არ განუმარტეს.

“გურიის მოამბემ” სცადა ბატონ გოგასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენთან ამ თემაზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

რედაქციამ გაარკვია, რომ შარაშენიძის სამსახურიდან დათხოვის მიზეზი, მისი მამა, კონსტანტინე შარაშენიძე გახდა.

როგორც ირაკლი ვეშაპიძემ, მის წრეში ახსნა, მან შარაშენიძე “ზემოდან” ზეწოლის გამო გაანთავისუფლა.

ვეშაპიძეს არ დაუმალავს, რომ განთავისუფლების მიზეზი გასული წლის ადგილობრივ არჩევნებში გოგას მხრიდან კონსტანტინე შარაშენიძის კანდიდატურის მხარდაჭერა გახდა.

როცა ვეშაპიძეს კომპანიის ერთ ერთმა მეწილემ უთხრა, რომ “ის მამამისი იყო და თალაკვაძეს მხარს როგორ დაუჭერდა”-ო, ვეშაპიძემ ბრძანა, რომ ეს გასამართლებელი არ არის და “ყველა დასაქმებული ვალდებულია “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს არჩევნებში ვინც არ უნდა იდგეს მეორე მხრიდან”.

როგორც ირკვევა. მამის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან დათხოვის უკან ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი დგას, ვისი პროექტიცაა ოზურგეთში თალაკვაძის მერად “კურთხევა”. თავის ,მხრივ, არაოფიციალური ინფორმაციით,  ამ საქმეში ჩხარტიშვილის “გვერდში”, მისი კლანის წევრი, მოქმედი მერის ძმა, არჩილ თალაკვაძე დგას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share