რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ პოლონურ საინფორმაციო ვებგვერდ Onet.pl-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალება კი თავის მხრივ ცნობას პოლონეთის მთავრობისა და პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია „PGNiG“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ეტაპზე რუსეთის მიერ პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
„პოლონეთს აქვს გაზის საჭირო რეზერვები და მიწოდების წყაროები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავს – ჩვენ წლების განმავლობაში ფაქტობრივად დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან. ჩვენი საწყობების 76% სავსეა. პოლონურ სახლებში გაზის დეფიციტი არ იქნება“, – განაცხადა პოლონეთს კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მოსკვამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.