დღეს კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს ზეიმობს

კათოლიკური სამყარო 25 დეკმებრეს უფლის შობის დღესასწაულს ზეიმობს. შობას ბეთლემში აღნიშნავენ, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა. სადღესასწაული წირვა-ლოცვა შობის სახელობის ეკლესიაში აღევლინება.

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში. ქრისტეშობის დღესასწაულს საქართველოში კათოლიკეები, ბაბტისტები და საქართველოს სახარების რწმენის ორმოცდაათიანული ეკლესიის მრევლი ზეიმობს.

საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share