მორიგი ტრაგედია უკრაინიდან – რუსმა აგრესორებმა ორსული ქალი მოკლეს

უკრაინის ქალაქ ოდესიდან მორიგი ტრაგედიის სესახებ ვრცელდება ინფორმაცია – უკრაინული ტელეგრამარხების ცნობით, 23 აპრის რუსი ოკუპანტების ავიაიერიშის შედეგად ცოლ-ქმარი მილა და ბოგდანი დაიღუპნენ.

არსებული ცნობით, წყვილი შვილს ელოდებოდა.

ცნობისთვის, ამავე დღეს ოდესაში რუსულ ავიაიერიშს დედა, მისი 3 თვის ქალიშვილი და ბავშვის ბებია ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share