საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევა ოფიციალურად ხვალ გასაჯაროვდება, მანამდე კი, კვლევის შედეგების ნაწილს ტელეკომპანია “ფორმულა“ ექსკლუზიურად ავრცელებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, პერსონალური რეიტინგი ასეთია:
IRI-ის კვლევაში პირველ ადგილს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იკავებს.
მეორე ადგილს, თბილისის მერი კახა კალაძე.
მესამე ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავიდა.
ხოლო მეოთხე ადგილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იკავებს.
კვლევა 4-24 მარტის პერიოდშია ჩატარებული, გამოიკითხა 1400 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდოლოგიით.