მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მისმა შვილიშვილმა ედუარდ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით წერილობით მიმართა.
გიული ალასანიას თქმით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ედუარდ სააკაშვილს არ უპასუხა.
გიული ალასანია ამბობს, რომ საკვები-პროდუქტების სია, რისი შეგზავნის უფლებაც მათ სააკაშვილისთვის ჰქონდათ, შემცირდა. გიული ალასანია ამბობს, რომ ეს „სიურპრიზი იყო და ადამიანს ლუკმა გამოაცალეს“.
„ის, რაც დღეს მოვისმინე ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. ადამიანს უკანასკნელი ლუკმა გამოაცალეს… სია, რისი შეტანის უფლებაც გვქონდა ისედაც არ არის ვრცელი და ახლა აღმოჩნდა, რომ ისიც აღარ შეიძლება. არ ვიცი ეს რით არის გამოწვეული, ძალიან გამიკვირდა თუკი შეიძლება ამ პირობებში ადამიანს რამე გაუკვირდეს.
როგორც ვიცი ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა შეხვედრის თაობაზე მიმართ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და არანაირი პასუხი არ მიუღია. ეს ფაქტობრივად უარყოფით პასუხს ნიშნავს.
ამ შემთხვევაში რაც მას გადაუდებლად სჭირდება ეს არის მკურნალობა. ექიმები იყვნენ შესულები და სიმართლე გითხრათ მათი დასკვნის შესახებ ჯერ არ მაქვს ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ისეთი დასკვნა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავიყვანოთ საზღვარგარეთ“, – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.