27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ოფიციალურმა ვარშავამ უკვე დაადასტურა, რომ რუსეთი მისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას იმის გამო შეაჩერებს, რომ ქვეყანამ უარი განაცხადა გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე.
პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ PGNiG-მა განაცხადა, რომ რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „გაზპრომმა“ შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება.
„გაზპრომმა“ ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „Bulgargaz-საც“ აცნობა, რომ 27 აპრილიდან მასაც შეწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას.ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო გაზის კომპანიებთან ერთად გადადგა ნაბიჯები ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული ზომების მოსაძებნად და სიტუაციის მოსაგვარებლად.