“არესტოვიჩის განცხადებები მიზნად ისახავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხვდეს”

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი:

„არესტოვიჩის განცხადებები მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა რუსეთის აგრესიის დარტყმის ქვეშ მოხვდეს. მისი განცხადებები, რომ შანსი გვაქვს საომარი მოქმედებები გავშალოთ და დავუბრუნოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე გამოვიწვიოთ რუსეთის აგრესია. აქედან გამომდინარე, ეს არის პროვოკაციული განცხადებები,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიციებს შეშფოთებით უყურებენ. მან იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით პირად, არაოფიციალურ პოზიციას აჟღერებს.

„ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავონ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით,“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share