რუსეთმა 287 ბრიტანელ დეპუტატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

დღეს, 27 აპრილს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის პარლამენტის 287  წარმომადგენელს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ამ ნაბიჯის გადადგმა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებების ფონზე გახდა აუცილებელი.

16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონსა და მთავრობის სხვა წევრებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბორის ჯონსონთან ერთად, ქვეყანაში შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ თრასს, თავდაცვის მდივანს, ბენ უოლასსა და მთავრობის კიდევ 10 წევრს აუკრძალა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share