ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაჯალიაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ შენობის არარსებობის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება კერძო სახლშია განთავსებული. პროექტის დასრულების შემდეგ კი სოფელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ექნება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 4 მილიონ 300 00 ლარია
და მომავალი წლის მარტში დასრულდება.