ისანში, “დირსის” დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.
„4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს“, – აცხადებენ თვითმხილველები.