IRI: საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 16%

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 31% „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ასახელებს.

რაც შეეხება სხვა პარტიების მონაცემებს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;

„საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 4%;

„დროა – ელენე ხოშტარია“ – 2 %;

„სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე“ – 2%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 2 %;

„ხალხისთვის- ანა დოლიძე“-2%;

„ლელო“ -2%;

„პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;

„კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფო“ – 1%;

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ -1 %;

„მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;

სხვა – 2%;

არ ვაძლევ ხმას – 4%;

ბიულეტენს გადახაზავს – 11%;

არ ვიცი – 12 % ;

არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული – 7 %.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო

ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share