”უკრაინის ხელისუფლება ხავსს ეჭიდება, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი”

”ჩვენი პოზიცია იყო ის და არის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს ჩვენ მის ხელისუფლებას, მის მთავრობას, შეძლებისდაგვარად, არ ვაკრიტიკებთ, რადგან ეს ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში.

ასე რომ, მე არ გავაკეთებდი ახლა კომენტარს არესტოვიჩზე და მის გამონათქვამებზე, ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის მოწოდებებია. ერთი მხრივ, უკრაინელები აცხადებენ, ხელმძღვანელობა, რომ ისინი იგებენ ომს და მეორე მხრივ, ისინი, გარკვეულწილად, ასეთ ხავსს ეჭიდებიან იმისთვის, რომ სადღაც გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინას ცოტა ამით შვება მიადგეს.”

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტამა, გიორგი ხელაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share