”ამ ქვეყანაში მარტო ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს? გამაგებინეთ, ერთი კაცის ზიზღს უნდა გადააყოლოთ მთელი ქვეყანა?! რა დროს ბიძინა ივანიშვილია, დაინგრა მთელი მსოფლიო. ივანიშვილის და ევტუშენკოვის ლაპარაკი და რა, რა გამოიტანეთ აქედან, გამაგებინეთ. გეყოფათ ამ ერთი ბიძინა ივანიშვილის ძახილი, ტვინი ნუ წაიღეთ რა!”
განაცხადა ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გადაცემაში “უცნობის კიდობანი”.
ცნობისთვის, ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარუადოდ, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის. ამის შემდეგ, ფრაქცია”ხალხის მსახურის”თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ევროკავშირსა და ამერიკას მოუწოდა, ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.