„ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?!“, – ეს ფრაზა იმ პოპულარული გამოთქმებისდან ერთ-ერთია, რომლთა მნიშვნელობასაც კონტექსტიდან გამომდინარე ვხვდებით. ეს ფრაზა ყველა ჩვენგანს გვსმენია და გამოგვიყენებია. ყოველდღიურობაში ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ამ პოპულარული ფრაზის საზოგადოებაში დამკვიდრების საკმაოდ საინტერესო ამბავი ბევრმა არ იცის.
დღეს მედიაში ვრცელდება ამ ამბის ახსნა. მოკლედ რომ მოგიყვეთ „ნინიას ბაღი ხომ არ გგონია“ – ამ ფრაზის ისტორია ასეთი ყოფილა:
მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში „ვორონცოვის მოედანთან“, ქართველ ვაჭარს, ვინმე ნინია ზარიძეს საკუთრებაში ჰქონდა ულამაზესი ბაღი. როგორც ამბობენ, ის პოპულარობით სარგებლობდა დამთვალიერებელთა შორის. ხსენებული ბაღი დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ე.წ. მიხაილოვის ბაღია, მაგრამ მისგან განსხვავებით, იმხანად ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა…
მას შემდეგ ამ გამოთქმასაც „უფასოს“ დატვირთვა აქვს“. როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს ვესაუბრებით, და ვინმეს რაიმე უსასყიდლოდ და ყოველგვარი გარჯის გარეშე სურს მიიღოს, ამის გამო თითქმის ყველა ჩვენგანი ვიყენებთ ამ ფრაზას, რომ მას ეს ნინიას ბაღი ხომ არ ჰგონია, რომ მისთვის სასურველი რამ უსასყიდლოდ მიიღოს.
intermedia.ge