„დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძე ამბობს, ამ დროისთვის მსოფლიოს ძალიან მცირე ნაწილია აცრილი, რაც თითქმის არაფერს ნიშნავს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის. სამწუხაროდ, პირბადე და დისტანცია მაინც აუცილებელია. დღეისთვის მსოფლიოში აცრილია 0,04% პოპულაციის. ეს მსოფლოისთვის არაფერი არ არის მაშინ, როდესაც ზოგადად უნდა აიცრას 70%“,- აცხადებს პაატა იმნაძე.
იგი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს, ახალი წელი ვიწრო წრეში აღნიშნოს.
„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი. ბებიებთან-ბაბუებთან. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისაგან.