„ასე გარიყულად დარჩენა ოპოზიციას არ წაადგება. ვფიქრობ, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ“ – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ.
ასე გარიყულად დარჩენა ოპოზიციას არ წაადგება. შესაბამისად, ვფიქრობ, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ. ვფიქრობ, იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელზეც ფასილიტატორ ელჩებთან ერთად ვმუშაობთ, ისინი პარლამენტში შემოვლენ.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მათ გაყალბებაზე ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ, ბოლო არგუმენტი იყო ISFED-ი და ისიც გამოეცალათ.
შესაბამისად, არგუმენტები არ დარჩათ. სასწორის მეორე მხარეს დევს ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს. მათ უნდა აირჩიოთ, რა ურჩევნიათ, იყვნენ გარიყულად ქუჩაში, თუ პარლამენტში და იმუშაონ ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმაზე, როგორც ამას ჩვენი ყველა მეგობარი პარტნიორი ქვეყანა მოუწოდებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მსგავსი სტატიები
- 89
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 88
“ღია წელირი ჩემს საყვარელ საქართველოს! მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს,პირდაპირ ეთერში იგივე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ,მაპატიეთ! უსამართლობასთან,დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა…
- 88
გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
- 88
"პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…