ოზურგეთი უმცროს ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
სპორტული ღონისძიება ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში იმართება.
შეჯიბრში მონაწილეობას , მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული ასაკის ( 15 წლამდე) მოჭიდავეები იღებენ. საქართველოს პირველობა დღეს გაიხსნა და ოთხ დღეს გასტანს. ( 28 – 29 აპრილი ბერძნულ – რომაული ) ( 30 აპრილი – 1 მაისი თავისუფალი სტილი).
აღნიშნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები ევროპის პირველობაზე საგზურს მიიღებენ. სპორტის სასახლეში საქართველოს პირველობა საზეიმო ღონისძიებით ანსამბლმა , ,,ვახტანგურმა,, და ,, მეგობრობამ” გახსნეს. გახსნის ცერემონიას თბილისელი სტუმრები, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი , ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრნენ. საქართველოს დროშა წარმატებულმა და სახელოვანმა ოზურგეთელმა სპორტსმენებმა იური ლომაძემ და ლუკა ჯავახაძემ საქართველოს ჰიმნის ფონზე აწიეს.
ღონისძიება ავთანდილ სირბილაშვილმა წაიყვანა.
დღეს ნახევარფინალები, ხვალ კი ფინალები იმართება!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share