პუტინის მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას 467 000 დოლარი და 87 000 ევრო აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინის გენპროკურორი ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს. მისი თქმით, დამლაგებლის სახლის ჩხრეკა მედვედჩუკის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში განხორციელდა.
მედვედჩუკი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს.